ვნახოთ, რა მოხდება - ვფიქრობ, ორ კვირაში გვეცოდინება, რა გზით წავალ - ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე
A-
+A

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ეცოდინება, შესაძლებელია თუ არა პროგრესი უკრაინაში ომის დასასრულებლად და კვლავ წამოჭრა მოსკოვისთვის სანქციების დაწესების პერსპექტივა.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა - „არ ვარ კმაყოფილი“ მშვიდობის დამყარების მცდელობის არცერთი ასპექტით.
ერთი კვირის წინ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი დაყოლიება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
„იქ უდიდესი სიძულვილია“, - თქვა ტრამპმა. „მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ორ კვირაში გვეცოდინება, რა გზით წავალ“.
მისი თქმით, ის მაშინ გადაწყვეტს, დააწესოს თუ არა „მასიური სანქციები“ ან არაფერი გააკეთოს და თქვას „ეს თქვენი ბრძოლაა“.
0
0
93
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%