
ვნახოთ, იმუშავებენ თუ არა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთად. იცით, ეს ზეთი და ძმარივითაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის მუზეუმში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ურჩევნია, რომ თავად არ მოუწიოს მათ შეხვედრაზე დასწრება.
„ისინი ერთმანეთს კარგად ვერ ეწყობიან აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ ვნახოთ. შემდეგ კი ვნახოთ, მომიწევს თუ არა იქ ყოფნა. მირჩევნია, არ ვიყო. მირჩევნია, შეხვედრა ჰქონდეთ და ვნახოთ, რის გაკეთებას შეძლებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ყველაზე რთული აღმოჩნდა.
„ამასობაში, ისინი აგრძელებენ ბრძოლას და აგრძელებენ ადამიანების მოკვლას, რაც დიდი სისულელეა, რადგან ახლა კვირაში 7 000 ადამიანს კარგავენ. დაფიქრდით, კვირაში საშუალოდ 7 000 ადამიანს კარგავენ, ძირითადად, ჯარისკაცებს. ასე რომ, გვინდა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება. მე შვიდი ომი შევაჩერე. მინდა ამის გაკეთება. მეგონა, ეს საშუალო სირთულის იქნებოდა და ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025