
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა.
მისივე თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია.
პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მან ასევე მიუსამძიმრა ყველას, ვინც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანი დაკარგა.
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტებს შურისძიება ელით და შემსრულებლებიც, დაკვეთებიც და ორგანიზატორებიც სამართლიან სასჯელს მიიღებენ.
ბოლო ინფორმაციით, რომელიც მედიით ვრცელდება, 22 მარტს განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 143-ს მიაღწია. კლინიკებში 121 ადამიანი იყო განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0