
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
მემორანდუმები შპს „პსპ ფარმასთან“, სს „გეფასთან“, შპს „იმპექსფარმთან“ და შპს „ავერსი-ფარმასთან“ გაფორმდა და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.
გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ მერიის დახმარებით, მედიკამენტებს 5 სააფთიაქო ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს შეღავათიანი ტარიფებით შეიძენენ.
გარდა ამისა, პრემიერის ინიციატივით, თურქეთიდან შემოსული 50 - მდე დასახელების მედიკამენტის ყიდვა მოსახლეობას საგრძნობლად დაბალ ფასში შეუძლიათ შეიძინონ.
სააფთიაქო ქსელებთან მემორანდუმები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებმაც გააფორმეს.
0
0