
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2022’’ იხსნება.
ბაკურიანში 200-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.
👉 პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
📌 გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები;
📌 გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელები;
📌 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები;
მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს - https://docs.google.com/.../1FAIpQLScng2Qk4g14rP.../viewform
👉 ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
📌 დოკუმენტაციის გადარჩევა;
📌 გასაუბრება
📖💻
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ამომრჩეველი, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება.
🏀 🏊♂️
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 4 სრული დღე დარჩებიან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
599 85 17 47;
0
0
32 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2025