
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უფლისციხეში ადგილობრივებს შეხვდა და სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა.
უფლისციხეში 311 ოჯახი, წყლის მიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, რეზერვუარი, საქლორატორო, წყალსადენი მაგისტრალი და გამანაწილებელი ქსელი, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცხველები.
დღეს კომპანიამ, რომელიც სამუშაოები განახორციელა, სასმელი წყალი სატესტო რეჟმში გაუშვა.
სოფელში სასმელი წყლის სისტემა არ არსებობდა. წლების განმავლობაში ადგილობრივები ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდნენ და წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.
ახალი სისტემით წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უფლისციხელების საყოფაცხოვრებო პირობებს.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026