-share.jpg)
საქველმოქმედო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები.
იაკობ გოგებშვილის სკვერში, სადაც საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, განთავსებული იყო შემოწირულობის ყუთი. შეგროვილი თანხა მოხმარდება უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.
გამოფენა-გაყიდვა გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით ჩატარდა.
ღონისძიება მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით.
0
0
18 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
14/08/2026
17 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
14/08/2026