
როგორც გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიუსელდორფში, გაზეთ Rheinische Post-ის ღონისძიებაზე განაცხადა, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არა მხოლოდ დაარღვია საერთაშორისო სამართალი, არამედ გაანადგურა ევროპაში ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი.
ამასთან, მერკელმა დასძინა, რომ აუცილებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა. გერმანიის ყოფილმა კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ, მოლაპარაკებების გზით, ახლა მოსკოვი და კიევი უფრო ახლოს იქნებიან ომის დასრულებასთან, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ.
"პოლიტიკამ უნდა გააერთიანოს, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი პოზიციები. არ შეიძლება მხოლოდ წითელი ხაზები არსებობდეს. ვიმედოვნებ, რომ ევროპა და, თუ ეს შესაძლებელია, შეერთებული შტატები, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომავალი. უკრაინა სუვერენული უნდა დარჩეს", - განაცხადა მერკელმა.
0
0