09/11/2023
11:05
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა, სადაც ყაზახ კოლეგასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებებს გამართავს და მასთან ერთად რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
პესკოვის ინფორმაციით, თავდაპირველად პუტინი და თოყაევი საუბარს შეზღუდულ ფორმატში გამართავენ, რასაც „რუსულ-ყაზახური დეტალური მოლაპარაკებები“ მოჰყვება. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტებს და პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
გარდა ამისა, პუტინი და თოყაევი ვიდეობმულის საშუალებით მონაწილეობას მიიღებენ რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XIX ფორუმის პლენარულ შეხვედრაში, რომელიც კოსტანაიში გაიმართება.
0
0