
უკრაინის მცდელობები, აღიდგინოს საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი, სწორია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ საკუთარი თავი შეირცხვინეს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტების ეფექტურობა უკრაინაში მათი არსებობის 10 წლის განმავლობაში ნულის ტოლი იყო.
„მათ სცადეს იქ რაღაცის შეცვლა, როგორმე სუვერენიტეტის ნაწილი მაინც დაებრუნებინათ. თუ ზემოდან არ მოსწონდათ, უსტვენდნენ, აწკაპუნებდნენ და მაშინვე ყველაფერს უკან აბრუნებდნენ. უკეთესი იქნებოდა, არაფერი გაეკეთებინათ, უბრალოდ, ერთ ადგილას დამსხდარიყვნენ და ყველაფერი მოწესრიგებული იქნებოდა. უბრალოდ, თავი შეირცხვინეს – და სულ ესაა. როდის შეიქმნა ეს ინსტიტუტები უკრაინაში? 2015 წელს და დღეს რომელი წელია? 2025 წელი. შეხედეთ, ისინი 10 წელია არსებობენ და მთელ მსოფლიოში ყველა მთელი გულით ყვირის: „დამეხმარეთ, კორუფცია უკრაინაში ყველას მოიცავს.“ დიახ, ეს მართალია, მაგრამ გარედან შემოყვანილი ინსტიტუტების ეფექტურობა ნულის ტოლია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
0
0