24/08/2023
11:50
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც მანამდე „ვაგნერელებმა“ დაიკავეს ივნისის ამბოხების დროს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ცნობით, ის 19 აგვისტოს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თავისი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის ეწვია. აღნიშნულია, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დონის როსტოვში მდებარეობს ფრონტის ხაზიდან 160 კმ-ში. იქ სამხედროები არიან განლაგებული, რომლებიც ომს აწარმოებენ უკრაინის წინააღმდეგ.
დაზვერვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა მაღალჩინოსნებს, მათ შორის გენერალ ვალერი გერასიმოვს, გენერალური შტაბის უფროსს, რომელიც აგრძელებს უკრაინაში ოპერაციის მეთაურობას.
„ვაგნერის ჯგუფმა მცირე დროით დაიკავა შტაბ-ბინა ივნისში. პუტინს, სავარაუდოდ, სურს აჩვენოს თავისი ძალა და წარმოადგინოს, როგორც ჩვეულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი სამხედრო სარდლობა" - განმარტა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.
23 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ტვერის რეგიონში „ემბრაერის“ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო შვიდი „ვაგნერელი“.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა პრიგოჟინის ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს. ბორტგამცილებელმა გაამხილა, რომ საჰაერო თავდაცვის კომპლექსის უფროსის თვითმფრინავი ფრენამდე მოულოდნელად გაგზავნეს „მოკლე და გაუგებარ შეკეთებაზე“.
0
0