
ვლადიმერ პუტინი ითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას დონბასის რეგიონზე, ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და ქვეყანაში დასავლელი სამხედროები არ დაუშვას, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მათ მოიპოვეს დეტალური ინფორმაცია კრემლის შეთავაზების შესახებ.
სამი წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი თავის ახალ წინადადებაში კვლავ მოითხოვს, რომ უკრაინამ სრულად დატოვოს დონბასის ის ნაწილები, რომელსაც კიევი ამ დრომდე აკონტროლებს. სანაცვლოდ, მოსკოვი შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, მოსკოვი მზადაა, დაუბრუნოს ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის პატარა ნაწილები, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს.
გამოცემა წერს, რომ სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი აკონტროლებს დონბასის 88%-ს, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიის დაახლოებით 73%-ს.
0
0