
ბუდაპეშტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს და მოსკოვი ამას აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კრემლში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვედრის ინიაციატორი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.
„ჩვენ შევქმენით ატმოსფერო, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ღიად ვისაუბროთ და განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი. ეს გვაძლევს არა მხოლოდ საუბრის, არამედ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების შესაძლებლობასაც.
გმადლობთ, რომ დადებითი პასუხი გაეცით ჩემსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის თქვენს ქვეყანაში შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ჩვენი მოლაპარაკებები ბუდაპეშტის გამოყენებამდე მივა, მეც ძალიან მოხარული ვიქნები. მადლობას გიხდით დახმარების სურვილისთვის,“ – მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანს.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თავისი საქმიანობით იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.
0
0