
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრისგან დიდ პოტენციურ სარგებელს ელოდება.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) 2026 წლის სამიტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკა დაქსაქსულია, ხოლო მსოფლიოში სამხედრო და პოლიტიკური რისკები იზრდება.
მისივე თქმით, იზოლაციის ნაცვლად საჭიროა პარტნიორობა, ხოლო APEC-ი შეხედულებების კონსტრუქციული გაცვლის შესაძლებლობას იძლევა.
„სწორედ ამიტომ, დიდ პოტენციურ სარგებელს ველოდები რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის მოახლოებული სამმხრივი შეხვედრისგან, რომელიც APEC-ის სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი”, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა.
0
0