ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ წვევამდელებსა და რეზერვისტებს საბრძოლველად არ გაიწვევენ
08/03/2022
10:02
ომი უკრაინაში
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ წვევამდელებსა და რეზერვისტებს ფრონტზე საბრძოლველად არ გაიწვევენ.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჯარისკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურს ასრულებენ, არ მიიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში... დაკისრებული ამოცანები არის მხოლოდ პროფესიონალი სამხედროებისთვის. მე მესმის, როგორ ზრუნავთ თქვენს საყვარელ ადამიანებზე“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, პუტინმა, მთელი მისი გამოსვლის განმავლობაში ქალები დაახასიათა, როგორც საიმედო, სანდო და ა.შ.
„ჩვენო ძვირფასო ქალებო, თქვენ სამყაროს უკეთესს და კეთილს ქმნით, თქვენი მგრძნობელობის, თანაგრძნობისა და სულიერი კეთილშობილების წყალობით. თქვენ აერთიანებთ მომხიბვლელ სინაზესა და საოცარ შინაგან ძალას“, - განაცხადა პუტინმა მის ვიდეო მიმართვაში.
0
0
280
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%