
როგორც მედია წერს, აღნიშნულის თაობაზე ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„რთული ჰუმანიტარული სიტუაციის გადასაჭრელად უკრაინელმა ნაციონალისტმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი“, – აცხადებენ კრემლში.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანის გეგმის განხილვას დათანხმდა. მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ მარიუპოლში არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა.
„საფრანგეთმა თურქეთთან და გერმანიასთან ერთად, რუსეთს მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია შესთავაზა. პუტინმა ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ამის შესახებ იფიქრებს“, – წერს მედია.
0
0
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
12/06/2026