რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. ამის შესახებ რუსეთის ცესკო ავრცელებს ინფორმაციას.
რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო, ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.
კენჭისყრა გუშინ, საღამოს 9 საათზე დასრულდა.
წინასწარი მონაცემების გავრცელების შემდეგ პუტინმა მედიასთან საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ რუსეთს წარმატებისთვის ყველა პირობა აქვს, თუმცა ამისთვის აუცილებლად დაასახელა ე.წ. სპეცოპერაციების ამოცანების გადაჭრა, თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება. აქვე პუტინმა არ გამორიცხა, უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონა შექმნას.
რუსეთის პრეზიდენტმა ნავალნის სიკვდილის შემდეგ პირველად ახსენა მისი გვარიც და დაადასტურა, რომ განიხილებოდა მისი გაცვლა დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში.
0
0