23/02/2022
14:46
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიდეო-მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, "უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შესახებ" განაცხადა.
„რუსეთის ინტერესებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოლაპარაკებების საგანი არ არის, მაგრამ მზად ვარ დასავლეთთან ერთად "დიპლომატიური გადაწყვეტილებების" მისაღებად რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე,“ - თქვა პუტინმა ვიდეო-მიმართვაში სამშობლოს დამცველის დღეს, რომელიც რუსეთში სახალხო დღესასწაულია.
„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ღია, პირდაპირი და გულწრფელია დიალოგისთვის ყველაზე რთული პრობლემების დიპლომატიური გზით გადაწყვეტის საძიებლად. სამხედროების მიმართ კი სრული ნდობა მაქვს,” - თქვა პუტინმა.
იმავდროულად, იაპონია და ავსტრალია უკანასკნელი ქვეყნებია, რომლებმაც ოთხშაბათს რუსეთს სანქციები დაუწესა, რაც მოსკოვისა და სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებული პირების მიმართ მკაცრ ჯარიმებს ითვალისწინებს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი „იქცევა, როგორც ავაზაკი და მოძალადე.“ მისი თქმით, „ავსტრალია მიზანმიმართულ სანქციებს რუსეთის რვა მოქალაქეზე დააწესებს, რომლებსაც აეკრძალებათ ავსტრალიაში შესვლა და ავსტრალიურ სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია.“
0
0