09/06/2023
16:05
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის’’წარმომადგენლებს 7 ნოემბერი, 26 მაისი და სხვა ტრაგიკული დღეები გაახსენა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი მიუღებელია.
,,რაც შეეხება ლავროვს, სწორედ ლავროვს ეჭირა საპატიო ადგილი სააკაშვილის ინაუგურაციაზე, სწორედ მისი საყვარელი მოსწავლე იყო ელენე ხოშტარია, რომლის ოჯახი დღესაც მილიონობით რუბლს იღებს რუსეთის ფედერაციიდან, სწორედ თქვენი ბელადის გადაწყვეტილებით მოხდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება’’,-განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და აღნიშნა, რომ რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, ეს უკვე ,,ქართული ოცნების’’ დამსახურებაა.
ვლადიმერ ბოჟაძე სხდომაზე საკრებულოს შენობაზე განთავსებულ რუსულ წარწერას შეეხო. მისი ინფორმაციით, წარწერა საკრებულოს შენობაზე 2010 წელს გიგი უგულავას მიერ გამოიკრა და მასთან ერთად მსგავსი აბრები თბილისში კიდევ 99 სხვადასხვა შენობაზე განთავსდა.
ბოჟაძემ, გამოსვლის ბოლოს მარინა კალიურანდის და ანი წითლიძის განცხადებებზეც ისაუბრა.
,,მარინა კალიურანდის და წითლიძის განცხადებებით დადასტურდა, რომ მათი მიზანია, ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი’’,-განაცხადა ბოჟაძემ.
0
0