12/11/2021
13:32
საზოგადოება
როგორც ბოჟაძე წერს, პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და უსაფრთხოებას არავითარი პრობლემა არც ახლა და არც მომავალში პენიტენციარულ სისტემაში არ შეექმნება.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას უთმობს საკუთარი მოქალაქის უფლებრივ მდგომარეობას, თავის მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და უსაფრთხოებას არავითარი პრობლემა არც ახლა და არც მომავალ წლებში პენიტენციარულ სისტემაში არ შეექმნება. იმედია უკრაინის მოქალაქე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გაითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას და ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე შეწყვიტავს შიმშილობას, რაც დაამშვიდებს მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მხარდამჭერებს.’’ - წერს ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
0
0