01/08/2023
12:53
საზოგადოება
ჩრდილოეთ ოსეთში ქართველი შემსრულებლების დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა. კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან თორნეში, შესაბამისად, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო.
„ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ძმებს ზასევებს (რესტორნის მეპატრონეებს - რედ.) და ისინი დაგეხმარებიან. ამიტომ, Thorn-ზე ორივე კონცერტი გაუქმებულია“, - დაწერა სოსლან დიდაროვმა ინსტაგრამზე.
მანამდე, ქართველი არტისტების დაგეგმილი კონცერტების შესახებ სიახლეს ნეგატიურად აღიქვამდნენ სოციალური მედიის მომხმარებლები და თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკოსები. განცხადება, კერძოდ, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიან ოსეთმაც“ გააკეთა:
„ეს კონცერტები განსაკუთრებით მკრეხელურად და დამცინავად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავთან დაკავშირებით.“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ერთიან ოსეთში“ ამბობენ, რომ „ასეთ ღონისძიებებს აქვს არა კულტურული ფონი, არამედ ოსურ საზოგადოებაში გარკვეული კულტურის თავსმოხვევა“.
0
0