
ორმა რუსმა სამხედრომ, რომლებიც აცხადებენ, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფილი მეთაურები არიან, აღნიშნეს, რომ უკრაინაში მათ ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს. ამის შესახებ მათ Gulagu.net-თან ინტერვიუში. ისაუბრეს.
გავრცელებულ ვიდეოინტერვიუში, ყოფილი რუსი მსჯავრდადებულები აზამატ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი - რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, გასულ წელს შეიწყალეს, საუბრობენ იმ ქმედებებზე, რომელიც მათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ჩაიდინეს.
გამოცემას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაამოწმოს მათი ვინაობა, მაგრამ მოიპოვა რუსული სასჯელაღსრულების დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ისინი გაათავისუფლეს პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ 2022 წლის სექტემბერსა და აგვისტოში.
ულდაროვი ორგანიზაციას უყვება, როგორ ესროლა და მოკლა 5-6 წლის გოგო.
„ეს იყო მენეჯმენტის გადაწყვეტილება. არ მქონდა უფლება ვინმე ცოცხალი დამეტოვებინა. მინდა რუსეთმა და სხვა ქვეყნებმა იცოდნენ სიმართლე. არ მინდა ომი და სისხლის ღვრა. ახლა ხელში სიგარეტი მიჭირავს, ამ ხელით მე ვასრულებდი ბრძანებებს და ვკლავდი ბავშვებს“, - აღნიშნა ულდაროვმა.
ულდაროვმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში სოლედარსა და ბახმუტში - სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები იყო - ვაგნერის დაქირავებულებს მიეცათ ბრძანება, გაენადგურებინათ ყველა.
სავიჩოვმა მოჰყვა, თუ როგორ მიიღეს ბრძანება, სიკვდილით დაესაჯათ 15 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი კაცი და მიიღეს ბრძანება სახლის გაწმენდის შესახებ.
„არ აქვს მნიშვნელობა იქ მშვიდობიანი მოქალაქე იქნება თუ არა. სახლი უნდა გაიწმინდოს“, - აღნიშნა სავიჩოვმა.
სავიჩევმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიღუპნენ ვაგნერის მებრძოლები, რომლებიც არ ასრულებდნენ ბრძანებებს.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025