13/12/2022
10:53
ეკონომიკა
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით დაიწყებს. ესენია: ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგისა და პოზნანი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სტრატეგიულ პარტნიორთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. „ვიზეარის“ მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, უკვე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაიზარდოს, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.
ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს კი, თითო სიხშირე დაემატება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024