
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ტვ “პირველის” “დღის ამბებში“ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ.
ამ კონტექსტში პოლიტოლოგი აანონსებს, რომ “ჩაშვებების“ სერია იქნება.
ხუხაშვილი ყოფილ პრემიერს ახსენებს და სვამს კითხვას, რა უნდოდა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში 2 კვირის განმავლობაში და რა საქმით იყო დაკავებული ის.
"თუ გახსოვთ ღარიბაშვილი 2 კვირით რომ იყო ამერიკაში? მაშინ პრემიერი იყო და უცნაურად იჯდა ამერიკაში, ისე რომ არანაირი შეხვედრები არ ჰქონია. ხელისუფლების წარმომადგნლები ფიქრობენ თვითგადარჩენაზე, ვინც ხვდება რომ გემი იძირება, ყველას უნდა გარკვეული გარანტიები თავისთვის და საკუთარი ოჯახისთვის, ამიტომ “ჩაშვებების“ სერიას ვიხილავთ.
მე ხელს არ ვადებ, რომ ეს ღარიბაშვილის გაკეთებულია, მე უბრალოდ ვამბობ, რომ მოტივი და შესაძლებლობა ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა. რო ეთანამშრომლა ეფბიაისთან და დღესაც აქვს, რადგან სამომავლოდ, როცა ბიძინას ხელისუფლება დამთავრდება, მან თავი გადაირჩინოს“ , – განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0