29/03/2023
23:14
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო ისტორიას კლინიკა "ვივამედი" არ გასცემს. მისი თქმით, ეს ის დოკუმენტებია, რომელიც შემდგომ სტრასბურგის სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს.
"პირველი წყარო, ვინც უნდა მოგცეს დოკუმენტები, ეს არის სამედიცინო დაწესებულება და ბატონი შალვას განცხადებას ვეფუძნები. კლინიკა "ვივამედი" არ არის დამოუკიდებელი მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტზე ეს ფორმალურად არის დამოუკიდებელი შპს, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არ არის კლინიკა "ვივამედის" პაციენტი, ის არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, რომელსაც აკონტროლებს სრულიად სუს-ი. თუ ზურა ჩხაიძე იტყვის განსხვავებულ რამეს, ძალიან გამიხარდება. ეს ნიშნავს რომ მან მარწუხებს თავი დააღწია,“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
0
0