
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
მისი ინფორმაციით, დაკავებული 23 მოქალაქეიდან, 10-მდე პარტიის წევრია.
"ევროპული კრუიზის ნაცვლად ბათუმში მივიღეთ რუსული კრუიზი და ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს სურს საქართველო გადააქციოს რუსეთის უკანა ეზოდ. დაკავებულია პუტინის გაპროტესტებისთვის, ოკუპანტის გაპროტესტებისთვის 23 ადამიანი, აქედან 10-მდე არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, არიან სხვა პარტიის წარმომადგენლებიც, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. წარმოუდგენელია, ქვეყნის 20% იყოს ოკუპირებული და ოკუპაციის გაპროტესტებისთვის, პუტინის გაპროტესტებისთვის ადამიანებს უშვებდნენ ციხეში და საზოგადოებამ ნახა, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა მაღრაძე-დგებუაძე-ბესელიას ტროიკა, მათივე ენაზე რომ ვთქვათ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025