
„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ვალიადოლიდთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.
როგორც ის წერს, ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო ფორმაში, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. გიორგის შეცდომის მიუხედავად, „ვალენსიამ“ მეტოქის ძლევა მაინც მოახერხა (2:1).
„ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სირთულეები უფრო ძლიერს მხდის. მთელ ჩემს ძალისხმევას ვდებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ენერგიას გვაძლევს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - წერს მამარდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. „ვალენსიამ“ ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 27 ქულით მე-16 ადგილზეა (ასევე, 27-27 ქულა აქვთ „ესპანიოლსა“ და „ლეგანესს“). მომდევნო ტურში „ღამურები“ 15 მარტს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდებიან.
0
0