
ვითომ კრეატიულობენ და სიკვდილს, კუბოს, დაკრძალვას, ამას ვერ სცდებიან და ამას ასწრებენ ბავშვებს. პირობითად მოსახლეობაში ხომ ბევრი გაგიგიათ რომ სექტაა ჩვეულებრივიო, მართლა სექტანტებივით იქცევიან. ბავშვებს ასწრებენ დაკრძალვის რიტუალებს, მეტი რა უნდა გააფუჭონ, მეტი რა უნდა მოუწამლონ ადამიანებს ტვინი. ამაში იხარჯება ათეულობით მილიონი და ეს ითვლება მათში კრეატივად , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, აქციებზე მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
„ეს ბომჟობა, ეს მდაბიოობა, პიარის გარდა რომ ყველაფერია, ითვლება მათში კრეატიულობად, რომ დაკრძალვის რიტუალს უნდა დაასწრონ ბავშვები და თან მათივე გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ბავშვებს ასწრებენ. ეს ხომ ვიღაც სხვას ვერ გადაუღია, რომ ბავშვი გამოჩნდა შემთხვევით კადრში. თვითონ ავრცელებენ კადრებს და ფოტოებს, სადაც ბავშვები ესწრებიან დაკრძალვის რაღაც სექტანტურ, თუ რაღაც ბომჟურ რიტუალს. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დროშას როგორ მანიპულაციურად იყენებენ ამ რიტუალში.
თუ ეტყვი, რომ როგორ გამოიყენე და შტატებს შეურაცხყოფა მიაყენე, იქ გეტყვიან არა პირიქით. ამ სულელურ, სექტანტურ, ბომჟურ რიტუალებში მთლად უარესი ის არის, რომ ბავშვებს შეგნებულად, დეკლარირებულად ასწრებენ და აყურებინებენ ამ ყველაფერს, როცა კადრებში ნორმალურ მედია უბრალოდ ბლარავს ბავშვებს. ჩვეულებრივ კადრებში ბლარავს და სექტანტურ რიტუალურ, რაღაც დაკრძალვის კადრებში ყოველგვარი დაბლარვის გარეშე აქვეყნებენ მათ ფოტოებს, რომ ისინი ამას ასწრებენ შეგნებულად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
0
0