
ტელეკომპანია Novini Live-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა რუსული მხარის სტრატეგიას მხარი დაუჭირა.
ზელენსკი ვიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინაზე სამშვიდობო შეთანხმება "ხუთი ტერიტორიის" საკითხის მოგვარებას მოიცავს.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ცეცხლის უპირობო შეწყვეტას და ცეცხლის შეწყვეტამდე არ განვიხილავთ ტერიტორიების საკითხს... მე არ ვთვლი, რომ (ვიტკოფს) აქვს უკრაინის ტერიტორიების განხილვის მანდატი, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიებია. ამიტომ არ მესმის, რაზე საუბრობს. ჩვენ ეს ყველამ გავიგეთ, მაგრამ უარვყავით ეს ნარატივი, როგორც პუტინის სისულელე. არ მეგონა, რომ მას ირგვლივ ჰყავდა ადამიანები, რომლებიც გააგრძელებდნენ ამ ნარატივების გავრცელებას სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში,’’ - თქვა ზელენკიმ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025