03/08/2023
16:43
საზოგადოება
რამდენიმე წუთის წინ ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
ვითარება ძალიან მძიმეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა.
შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო, რის გამოც მაშველები ადგილზე ჯერ არ მისულან.
ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი და მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივები ეუბნებიან, მეწყერში მოყოლილებს შორის 6 ბავშვია.
0
0