
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გუშინ, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა.
“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი დიზაინერების მხარდაჭერისა და პოპულარუზაციის მიზნით, ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართა, ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაიძის სამოსით წარდგა. რაც შეეხება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას, იქ ირაკლი ნასიძისა და ჯაბა დიასამიძის სამოსითა და ნინა ზარქუას აქსესუარით დაესწრო”, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0