30/04/2024
19:32
საზოგადოება
2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გაწვევის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, რუსთაველის გამზირზე განაცხადა. სარალიძე გუშინ, ოცნების გამართულ აქციასაც გამოეხმაურა:
"გუშინ მე ვიყავი აქ აქციაზე, მთავარის გამოსვლის დროს, ბიძინას გამოსვლის დროს მოვედი. მე რასაც შევხედე, ეს ხალხი არის ყველა გადასარჩენი, გუშინ ვინც იყო აქციაზე , ეს ხალხი არის ჩვენი გადასარჩენი, მე მივმართე უკიდურეს ზომას, უნდა ვიშიმშილო, სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან. გუშინდლიდან დავიწყე ეს პროცესი და სანამ ამ კანონს არ გაიწვევენ უკან და ქართველი ადამიანის ღირსება არ იქნება იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს აყვანილი და არ უნდა იყოს დაჩაგრულ არავინ, არც ქალი არც კაცი, არც ორიენტაციაშეცვლილი, თუ ეს გაინტერესებთ ჩემო ქართველებო, არავინ არ უნდა იყოს, ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველას ქომაგი" - ამბობს ზაზა სარალიძე.
0
0