
ექსპრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკო მანაგაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან იმსჯელეს კოორდინირებულ ნაბიჯებზე საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 31 მარტის აქციის გეგმებთან დაკავშირებითაც.
„ბოლო რამდენიმე დღეა პრეზიდენტთან სპეციალური ფორმატია შექმნილი, ცალკე პოლიტიკური პარტიების და ცალკე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების. ვმსჯელობთ კოორდინაციაზე, მათ შორის კოორდინირებულ ნაბიჯებზე საპროტესტო მოძრაობასთან დაკავშირებით, მომდევნო აქტივობასთან დაკავშირებით, ერთიან ხედვებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თანხმობა კონკრეტულ საკითხებზე და კოორდინირებული მოქმედებზე. მათ შორის ვისაუბრეთ 31 მარტის აქციის გეგმებთან დაკავშირებით და ზოგადად იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მკაფიო, ცხადი და აქტიური უნდა გახდეს საპროტესტო მოძრაობა, როგორც ქუჩაში, ასევე ზოგადად პროცესები პოლიტიკურ სივრცეში”, - განაცხადა ნიკო მანაგაძემ.
0
0