12/10/2021
19:48
მსოფლიო
„ის, რომ გარკვეულ ადამიანებს აცრა არ სურთ, ეს სერიოზული პრობლემაა. მოძებნეთ ისინი თქვენს დასახლებაში, თქვენს სოფელში, მივიდეთ იქ და ვაქცინა ძილში გავუკეთოთ. პირველი ამას მე გავაკეთებ“, - ამბობს დუტერტე.
ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაქცინაცია სავალდებულო არ არის. ის მხოლოდ პაციენტის ნებართვის შემთხვევაში კეთდება.
ფილიპინებში ვაქცინაცია 2021 წლის 1-ელ მარტს დაიწყო. მანამდე კი დუტერტემ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, რომ ფილიპინების მთავრობამ ვერცერთი კომპანია ვერ ნახა, რომელიც მას ვაქცინას მიჰყიდის.
ამ დროისთვის 100-მილიონიან ფილიპინებზე ვაქცინის ორჯერადი დოზა 23,1 მილიონმა ადამიანმა მიიღო.
0
0
ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება
29/03/2024
საქართველოში ტემპერატურა 27 გრადუსს მიაღწევს
29/03/2024