31/05/2023
13:04
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობით განმსჭვალული ყველა ადამიანის ვალია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიმართლე ისაუბროს.
კობახიძეს ჟურნალისტებმა ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვისაც სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ის დაკავებული იქნება საქართველოს საფუძვლიანი და სამართლიანი რეკლამირებით.
„ზოგადად ამ ვითარებაში, რაც შექმნილია ჩვენი ქვეყნის გარშემო, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანის ვალია, რომელიც პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომ ისაუბროს სიმართლე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, იმაზე, თუ როგორია დემოკრატიის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, როგორია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა, რა პროგრესს მივაღწიეთ ჩვენ გასული 11 წლის მანძილზე ყველა მიმართულებით, რამდენად დიდი პროგრესი გვაქვს, მაგალითად, სასამართლო სისტემაში და ა.შ. რა თქმა უნდა, ვისაც სურს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით, ნებისმიერი შესაბამისი ადამიანი, ბუნებრივია, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებით, თან საფუძვლიანი და სამართლიანი რეკლამირებით“, – განაცხადა ირაკლი კობხიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტი დღეს ევროპარლამენტს მიმართავს.
0
0