
“ვისაც სურს პატრიარქისთვის მილოცვა, უნდა მიულოცოს, ვისაც არ სურს - არ უნდა მიულოცოს და ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს ყველაზე მთავარი ფუნქციაა, რომ ადამიანებისა და მოქალაქეების სასიკეთოდ იმოქმედონ ყველა მიმართულებით.
„საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და პოლიტიკოსებს ყველაზე მთავარი ფუნქცია რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ადამიანებისა და მოქალაქეების სასიკეთოდ ვიმოქმედოთ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მილოცვების პარალელურად, პატრიარქი ქართული ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თავდასხმის სამიზნეც გახდა. ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც თითქოს პატრიარქი ბაშარ ალ ასადთან ერთად არის.
ხათუნა სამნიძემ კი ყველა ის პოლიტიკოსი გააკრიტიკა, რომლებმაც პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს.
0
0