ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია - მიხეილ სააკაშვილი
25/03/2022
21:35
პოლიტიკა
A-
+A
ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„გამარჯვება სულ ახლოსაა. როდესაც ირპენზე, ხარკოვსა და კიევზე ვსაუბრობთ, მე ვფიქრობ გალზე, ოჩამჩირეზე, სოხუმსა და გაგრაზე, ასევე ცხინვალსა და ჯავაზე.
უახლოეს პერიოდში საზოგადოებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩემეულ კონცეფციას წარვუდგენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა.
ის, უკრაინის გათავისუფლებასთან ერთად, ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად რჩება და კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველამ, ვისაც საქართველო გვიყვარს, ძალიან ხმამაღლა უნდა მოვითხოვოთ საქართველოს სრული დეოკუპაცია, თორემ სირცხვილია, რომ ამაზე სხვები უფრო ხმამაღლა საუბრობენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0
289
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%