28/07/2023
21:50
ეკონომიკა
საქართველოში სახელმწიფო პროგრამა “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი” მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე ითვალისწინებს. პროგრამა 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და კვლავ გრძელდება.
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი პროგრამაში ჩართვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ 2022 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შეეძინა, ან შვილად აიყვანა ბავშვი. აღსანიშნავია, რომ ოჯახს აღნიშნული შეღავათით მხოლოდ ერთხელ შეუძლია სარგებლობა. თუმცა, ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს 200 000 ლარი სესხი;
სესხის აღების მიზანს უნდა წარმოადგენდეს:
ბინის/სახლის შეძენა (როგორც დეველოპერისგან, ასევე კერძო პირისგან);
სახლის აშენება.
პროგრამაში განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარია.
დაფინანსების მოცულობა
3,5 %- ის, მაგრამ არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი1,5 %-ის, მაგრამ, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით – თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ნორებზე: 15 25; 32 296 00 10
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024