
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“.
შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი – ეკატერინე ხვედელიძეა.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული შპს ბერა ივანიშვილმა დედას 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
„პუბლიკა“ „ურეკი რეზიდენსის” დირექტორს, პაატა სულაბერიძეს დაუკავშირდა.
სულაბერიძის თქმით, ცალკე იურიდიული ფორმით დენდროლოგიური პარკი არ არსებობს, არც შპს, არც სხვა და მისი კარი ყველასთვის ღიაა.
„პუბლიკის” შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პარკის ოფიციალური გადაცემა სახელმწიფოსთვის, სულაბერიძემ თქვა:
„ჯერჯერობით არ იგეგმება, მე მგონი არა. მოვლა-პატრონობა სჭირდება და ამას ვუვლით ჩვენ ძირითადად, რადგან უფასოა. მერე უკვე დიდი ხარჯი იქნება. ყოველი შემთხვევისთვის თავიდან დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება ყველაფერს“.
0
0