
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტის შვილის, ედუარდ სააკაშვილის სიტყვებს ციტირებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი შეფასებით, ვირტუალური რეალობის კულტივირებამ ჩააგდო სააკაშვილი ივანიშვილის დილეგში.
ჩერგოლეიშვილი წერს:
„მამაჩემმა თავი მოიტყუა წლების განმავლობაში. მას გაფილტრული ინფორმაცია მისდიოდა. თვითონაც ფილტრავდა“ - იძახის ედუარდ სააკაშვილი. - რეალობის უარყოფა და საკუთარი, ვირტუალური რეალობის შექმნა - აი ეს არის ყველა უბედურების წყარო.
ვირტუალური რეალობის კულტივირებამ ჩააგდო სააკაშვილი ივანიშვილის დილეგში.
ვირტუალური რეალობის კულტივირებამ აქცია ოპოზიციური სპექტრი ნაცარტუტად.
პოლიტიკური აქტორების ტელეეთერით შანტაჟმა, სიმართლის კომპრომატად ქცევამ, ურჩი სპიკერების დაბლოკვამ დაანგრია, დაანაწევრა და დააჩაჩანაკა ოპოზიციური სპექტრი.
რამდენი კეკელა და მაროც არ უნდა გაწიწმატდეს ტვ ფორმულაში, ან ტვ მთავარში, რამდენმაც არ უნდა დაკარგოს სახე, გონება და პატიოსნება - სიმართლე ისა რომ ყველა, ვინც ვირტუალური რეალობის შექმნაში მონაწილეობთ, სიმართლის მთქმელ სპიკერებს ბლოკავთ და მაამებლობთ, პასუხისმგებლები ხართ იმაზე, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება.
ყველაფერი, რაც არ უნდა გამოხატოთ, გარდა სინანულისა - უფრო ღრმა ჭაობში ჩაგძირავთ.
პ.ს. კუთხეში მიმწყვდეული დეგრადირებულებისთვის დავამატებ, რომ საქმე ჩემში არაა (ფორმულაზე მეტი მისმენს ჩემი კედლიდან), საქმე პრინციპშია და სანამ ისე არ იქნება, როგორც სწორია, თემად მექნება და ჩამოგანგრევთ", წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0