-share.jpg)
აშშ-ის შტატ ვირჯინიაში, სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე 19 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულია 18 წლის მოსწავლე და მისი 36 წლის მამა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან, 31 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხებათ სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილთა შორისაა 14 წლის მოზარდი.
BBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილმა ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა, დააკავეს.
„რა თქმა უნდა, ქაოსი იყო. ხალხი ერთმანეთში ირეოდა“, - აცხადებს პოლიციის ოფიცერი.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულს სულ მცირე ორი მუხლით გაასამართლებენ განზრახ მკვლელობისთვის.
წინასწარი ცნობით, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სულ მცირე ერთ მსხვერპლს იცნობდა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
09/05/2025