06/12/2023
17:30
მსოფლიო
უნგრეთის პოლიტიკური პარტია მთავრობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
უნგრეთის მმართველმა პარტიამ მთავრობას მოუწოდა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი არ დაუჭიროს.
მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, სამიტზე შეიკრიბებიან და ბლოკში უკრაინის გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლოა კონსენსუსს ვერ მიაღწიონ და დასძინა, რომ ეს საკითხი სამიტის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.
მმართველი პარტიის მტკიცებით, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიღწეულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს, "დღეს კი ამის პირობები არ არსებობს".
„ვიქტორ ორბანს „ქაოსისა“ და „პანიკის“ გამოწვევაში სდებენ ბრალს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში - შეშფოთებულია, თუ როგორ იმოქმედებს უკრაინის გაწევრიანება ბლოკის წევრებს შორის შეთანხმებულობაზე და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე, რომლის მთავარი ბენეფიციარიც უნგრეთია,“ - წერს BBC ი.
„ორბანი საჯარო სტრატეგიის ერთგულია. სპექტაკლი, რომელსაც ის ატარებს, გამიზნულია იმისთვის, რომ გამოიწვიოს სტრესი და მაქსიმალურად გაიზარდოს თავისი ბერკეტები ევროკავშირის ლიდერების სამიტამდე“, - თქვა ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის თანამშრომელმა როჯერ ჰილტონმა.
0
0