
მთავრობის წევრის ფარული მოსმენები უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის იუსტიციის მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ გამოიძიოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
უნგრული გამოცემების თანახმად, საგარეო სადაზვერვო სააგენტოებმა პიტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრებზე წვდომა ოპოზიციური ჟურნალისტის, საბოლჩ პანის დახმარებით მოიპოვეს, რომელიც Direkt36-სა და VSquare-ში მუშაობს.
ანიტა ორბანი, რომელიც შესაძლოა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდეს, თუ ოპოზიციური პარტია „ტისა“ გაიმარჯვებს, ასევე „თანამზრახველად“ დასახელდა.
გავრცელებული ცნობით, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ „მნიშვნელოვანი სადაზვერვო ოპერაცია“ ტარდება.
0
0