02/06/2023
16:37
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და მის პოზიციას "აბსურდული" და "ევროპისთვის დამამცირებელი" უწოდა.
„თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ნამდვილად წუხს მსხვერპლის გამო, მან უნდა სთხოვოს თავის „მეგობარ პუტინს“, გაიყვანოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. ორბანის საჯარო პოზიცია უტოლდება რუსეთისთვის ტერორისტული ქმედებების პატიებას და საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფას“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. მან იქვე დასძინა, რომ საერთაშორისო პოლიტიკური თანამეგობრობისთვის სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ორბანმა თავდაპირველად დაგმო უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა, ის განიხილება, როგორც უკრაინის არახელშემწყობი მეზობელი, რომელიც უარს ამბობს ქვეყნისთვის რაიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაზე და აკრიტიკებს ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. უნგრეთსა და უკრაინას შორის გარკვეული უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინა იქ [ქვეყნის დასავლეთში] მცხოვრები უნგრული უმცირესობის შევიწროებაში დაადანაშაულა,“ - წერს Al Jazeera.
0
0