
რუსეთმა მოიგო ომი უკრაინაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ჩვენ ახლა ისე ვსაუბრობთ, თითქოს ეს ომია უცნობი შედეგით, მაგრამ ეს ასე არ არის. უკრაინელებმა წააგეს ომი. რუსეთმა მოიგო ეს ომი“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ახლა ერთადერთი კითხვაა – „როდის და რომელ გარემოებებში აღიარებს ამას დასავლეთი, რომელიც უკრაინელებს უჭერს მხარს და რა იქნება ყველაფრის შედეგი“.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროპამ გაუშვა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და ახლა რისკია, რომ მათი მომავალი შესაძლოა მათი მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს.
„მოლაპარაკების მაგიდასთან თუ არ ხარ, მაშინ მენიუში ხარ“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ერთობლივი განცხადებას უკრაინის საკითხზე, რადგან მისი თქმით, ეს ევროპას „სასაცილოდ და საცოდავად“ წარმოაჩენს.
0
0