
დღეს ჩვენ გვყავს უძლიერესი პატრიოტული და სუვერენული ლიდერები ამ დარბაზში. ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ამერიკიდან. ეს არის იმ განზრახვის, იმ ძალისხმევის მტკიცება, რომ ლიდერები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვიან ფასეულობებისთვის, ამ დარბაზში შეიკრიბნენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
„გასულ წელს, ამ სცენაზე ვიდექი და ვამბობდი, რომ დონალდ ტრამპი მოიგებდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს და ნამდვილად ასე მოხდა. ახლა რაც შეეხება მომდევნო წელს, ჩვენ გვეყოლება ძალიან ძლიერი ხელმძღვანელობა ქვეყანაში, რადგან არჩევნებია ქვეყანაში ჩვენთან, უნგრეთში. მოგესალმებით, მეგობრებო. ყველა არსებულ და ახალ წევრებს მოგესალმებით ამ მოძრაობაში. ძალიან კარგი წარმომადგენლობა გვყავს დარბაზში. ევროპაში დღეს ვერ შეაგროვებთ უკეთეს ლიდერებს. ამიტომ მადლობას გიხდით ყველას აქ ყოფნისთვის. დღეს ჩვენ გვყავს უძლიერესი პატრიოტული და სუვერენული ლიდერები ამ დარბაზში. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ამერიკიდან. ეს არის იმ განზრახვის, იმ ძალისხმევის მტკიცება, რომ ლიდერები, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში იბრძვიან ფასეულობებისთვის, ამ დარბაზში შეიკრიბნენ. ჩვენ ბევრი რამ გამოვიარეთ – შეტევა, თავდასხმა, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც ამ დარბაზშია, არის მტკიცებულება, რომ ბრძოლის გარეშე არ არსებობს წარმატება. არა მარტო უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის, არამედ უნდა გავიაროთ დიდი ტკივილიც. ამას ამტკიცებს დონალდ ტრამპიც. ლიბერალები, პროგრესული ვითომდა ხალხი, ვერ გაუძლებდა იმას, რაც ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ შევძელით, კვლავ დავმდგარიყავით ფეხზე და ევროპელი ლიდერების სამაგალითო ეტალონი ვაჩვენეთ. სხვები იმალებიან, სხვები ჟურნალისტებს ეფარებიან უკან, მაგრამ ჩვენ ვდგავართ გაბედულად მათ წინ და ფანტასტიურ შედეგებს ვაღწევთ ჩვენს ქვეყნებში. ჩვენ ვართ მაგალითი, რა არის გამძლეობა. კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა გახდა გლობალური ბრენდი. ეს კონფერენცია არის მტკიცებულება, რომ ლიბერალებს ვაშინებთ და ისინი იმალებიან თავიანთ კუთხეებში, თავიანთ გამოქვაბულებში. როდესაც კონსერვატიული მოძრაობა თავისი სულისკვეთებით ევროპის ცენტრში ვაძლიერებთ ამ მოძრობას, ამით ვამბობთ, რომ უნგრეთში შეკრებილი ხალხი ნამდვილად არის ძლიერი ხელმძღვანელობა. მეგობრებო, რამხელა ცვლილება გვაქვს ერთი წლის ფარგლებში. ნამდვილი ცივილიზაციური ცვლილება. დონალდ ტრამპმა მოიგო არჩევნები და ტრამპის ცუნამმა გადაუარა მსოფლიოს. მან იმედი დაუბრუნა ხალხს და აღარ ვიხრჩობით იმ წუმპეში და იმ უიმედობაში, რაც აქამდე იყო. ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარა ტრამპს და მინდა, ყველა მათგანს გადავუხადო მადლობა ამ შესანიშნავი გამარჯვებისთვის აშშ-ის არჩევნებში. ეს იყო საუკეთესო დაბრუნება პოლიტიკურ სცენაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნების პირველივე დღიდან არის სამართლის წინაპირობა.
„ტრამპის გამარჯვება, სილის გაწვნა მტრებისთვის. არა მარტო დაბრუნდა ხელისუფლებაში, არამედ იმას აკეთებს, რასაც დაჰპირდა ამომრჩევლებს. მაოცებს, რამდენად იყო ეს შესაძლებელი და რამდენად არის ეს შესაძლებელი უნგრეთში. ბატონი ტრამპი პირველივე დღიდან არის იმ სამართლის წინაპირობა, რაც ჩვენთანაც მოდის. მან გააუქმა ბევრი ისეთი კანონი, რომელიც იდეოლოგიურად ეწინააღმდეგებოდა სამხედრო ძალებში კადრების მობილიზაციას, „დიფ სთეითს“ და ყველა იმ ფაქტორს, რასაც ვეწინააღმდეგებით ჩვენ. იყო ჩრდილოვანი ორგანიზაციები, ფულის გათეთრება, იყო პოლიტიკოსების გარეშე წარმოებული პოლიტიკა. ეს უნგრეთშიც ხდებოდა და თან სოროსის ფონდიც გავაშიშვლეთ. მეფე შიშველია – შეგვიძლია ვთქვათ და ეს საზეიმოა, მეგობრებო. შუქი ახლა შეიძლება დავინახოთ ყველაზე შორს დერეფნებში უნგრეთშიც, რადგან ახალი კანონი გვაქვს. აღარ დაიბომბება ქალაქები, მილიონობით დოლარი დაიზოგება იმ ომში, რომელიც ვერ იქნება მოგებული. ეს არის ახდენილი ოცნება დონალდ ტრამპის მოსვლით და ამერიკული ოცნებაც ცხადდება. ახლა რა მოხდება ჩვენთან, რა ემართება ევროპულ ოცნებას. ევროპელებსაც გვაქვს ოცნება. ჩვენი ოცნება არის პრინციპში შემდეგი სულისკვეთებით – ჩვენ ომს რომ შევერთებოდით, არ იქნებოდა უსაფრთხოება, არ იქნებოდა კეთილდღეობა, არ იქნებოდა სუვერენული მდგომარეობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0