
ევროპა ჩვენ თვალწინ გარდაიქმნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირში ქრისტიანული ცივილიზაცია იდევნება, მასობრივი მიგრაცია მისასალმებლად, დემოგრაფიული ცვლილებები კი პროგრესად აღიქმება.
მისივე თქმით, ამის იგნორირება დაუშვებელია, მით უფრო ახლა როდესაც სიტუაციას ვაშინგტონიც უნგრეთივით ხედავს.
„ტრადიციული დასავლური ქრისტიანული ღირებულებები ქრება. სინამდვილეში, მათ პოლიტიკიდან აძევებენ და ლიბერალური გლობალისტური აზროვნებით ანაცვლებენ, რამაც მიგრაცია მოიტანა. ამჟამინდელი ელიტა აქტიურად უჭერს მხარს ევროპაში მიგრანტების შემოყვანას და მიგრაციას იმ ყველაფერთან ერთად, რაც მას ახლავს – დემოგრაფიული ცვლილებები, შობადობის მაჩვენებელი და ასე შემდეგ,“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანის თქმით, ამ ყველაფერმა შესაძლოა, ევროპა სრულ ცივილიზაციურ ტრანსფორმაციამდე და გარკვეული თვალსაზრისით, განადგურებამდეც კი მიიყვანოს.
0
0
სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
17/12/2025