
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს ჩემთან შეხვედრა აქვს, საქართველო არის ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანა. მე სხვა ქვეყანა არ მეგულება, რომელიც თქვენსავით წარმატებულია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, საქართველო პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანაა და ეკონომიკა სწრაფად ვითარდება.
„ჩვენ აღტაცებულები ვართ და ვსწავლობთ, როგორ მიაღწიეთ ამ წარმატებას. ვფიქრობ, ევროპას სჭირდება წარმატებული ქვეყნები, რადგან სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანის წარუმატებელი ეკონომიკა არ მუშაობს ან პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში “, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად სამართლიანია საქართველოსადმი მიდგომა, ორბანი პასუხობს: „ბრიუსელი ნამდვილად არ არის სამართლიანობის შტაბ-ბინა“.
0
0