
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უარყო ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდება უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გაგზავნის შესახებ.
მისი თქმით, უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს.
„დღეს წერილი მივიღე ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან. ის წერს, რომ უკრაინის დაფინანსების დეფიციტი ძალიან დიდია და წევრ სახელმწიფოებს მეტი თანხის გაგზავნას სთხოვს. ეს გასაოცარია. იმ დროს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ომის მაფია ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს ითვისებს, რეალური ზედამხედველობის ან გადახდების შეჩერების მოთხოვნის ნაცვლად, ევროკომისიის პრეზიდენტი გვთავაზობს კიდევ უფრო მეტი თანხის გაგზავნას. მთელი ეს საკითხი ცოტათი ჰგავს ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის დახმარების მცდელობას მისთვის კიდევ ერთი ყუთი არყის გაგზავნით. უნგრეთს საღი აზრი არ დაუკარგავს“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი.
0
0