ვიქტორ ორბანი პეკინში სი ძინპინს შეხვდა
A-
+A
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„სამშვიდობო მისია 3.0. ჩინეთი არის მთავარი ძალა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად“ - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მანამდე უნგრეთის პრემიერი კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინაში ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ვიქტორ ორბანი მოსკოვს ეწვია და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.
უნგრული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა სი ძინპინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უნგრეთი აფასებს ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას მის მეზობელ ქვეყანაში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.
„უნგრელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი მოუწოდებს მშვიდობას მსოფლიოში”, - თქვა ორბანმა.
0
0
254
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%